მეორე დღეა მეხანძრე-მაშველები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში ხანძარს აქრობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია.

უწყებაში განმარტავენ, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგან ხანძარს სამი მხრიდან მდინარეები და ღელე ესაზღვრება, მეოთხე მხრიდან კი ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ცდილობენ. ქრობის სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე მაშველია ჩართული, ტექნიკის მიყვანა კი რთული რელიეფური მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება.