2017 წლის იანვარ-აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 29,4%-ით გაიზარდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,9%-ით გაიზარდა. რვათვიან პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურების შემოსვლების საერთო რაოდენობამ 5 056 106-ს შეადგინა, შარშან კი ეს რიცხვი 4 254 843-ის ტოლი იყო.
ვიზიტის ტიპის მიხედვით, ტურისტული მიზნით 2 402 699 შემომსვლელი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 29,4%-ით მეტია. 2016 წლის ამავე პერიოდში საქართველოში ტურისტული მიზნით მხოლოდ 1 856 162 მოგზაური შემოვიდა. ეს მაჩვენებელი კი წელს 546 537 ტურისტით გაიზარდა.
ტრანზიტის მიზნით 1 117 569 შემოსვლა დაფიქსირდა, ხოლო ერთ დღიანი ვიზიტების რაოდენობამ 1 538 838-ს შეადგინა.
ამავე კვლევით ირკვევა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი. 2017 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, აზერბაიჯანიდან 1 148 484 შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2016 წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 10,4%-ით (108 493-ით მეტი შემოსვლა) მეტია. აზერბაიჯანიდან შემომსვლელთა რაოდენობა მთლიანი შემოსვლების 22,7%-ს შეადგენს. ამ მხრივ, მეორე ადგილზეა სომხეთი, ხოლო მესამეზე კი - რუსეთი. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობამ წინა წლის მონაცემებთან შედარებით 33,9%-ით (241 747-ით მეტი შემოსვლა) იმატა.
მეოთხე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც საერთაშორისო შემომსვლელთა რაოდენობამ 6,6% იკლო. გასული წლის ამავე პერიოდში თურქეთიდან 870 773 შემოსვლა დაფიქსირდა, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში კი - 813 039.
2017 წლის იანვარ-აგვისტოში მთლიანი შემომსვლელთა რაოდენობის წილი კი ასეთია: მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი, მთლიანი შემომსვლელების 79,4% შემოვიდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან 4,4%, ხოლო სხვა რეგიონებზე 16,2% მოდის.
ჯამში, საერთაშორისო მოგზაურების შემოსვლებით, 2017 წლის პირველ კვარტალში, საქართველომ 435 მილიონი ა.შ.შ დოლარი მოგება ნახა, რაც მშპ-ს წილის 6,8%-ს შეადგენს.
კვლევის შედეგების დეტალურად სანახავად ეწვიეთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდს.
ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა შესაძლოა კარგი მინიშნება აღმოჩნდეს იმ ბიზნესმენებისთვის, ვინც ტურიზმის სფეროში საქმიანობთ. ამ სტატისტიკით, შესაძლებელია, რომ თქვენი სამიზნე აუდიტორია უკეთ განსაზღვროთ და გაყიდვების რაოდენობა არსებითად გაზარდოთ.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები