2019 წელს, ეკრანებზე 1935 წლის საკულტო ფილმის Bride of Frankenstein რიმეიქი გამოდის.

მთავარ როლზე რეჟისორი ბილ კონდონი ანჯელინა ჯოლისა და შარლიზ ტერონს განიხილავს. როგორც ცნობილია, პროდიუსერების ფავორიტი ამ როლზე სწორედ ჯოლია, თუმცა კინოკომპანია საკუთარ ფსონს შარლიზ ტერონზე დებს.

ტაბლოიდებს რა თქმა უნდა ეს ამბავი არ გამორჩენიათ და სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით არაერთი ცნობა გაავრცელეს.

როგორც წერდნენ, ანჯელინა სპეციალურად წელავდა პროდიუსერებისთვის საბოლოო პასუხის გაცემას, ამ დროში კი შარლიზს უამრავ როლზე მოუხდა უარის თქმა, რადგან იცოდა, რომ ტერონისთვის ეს როლი საშუალება იყო ერთ-ერთ საოცნებო პერსონაჟი განესახიერებინა.

ტაბლოიდები წერენ იმასაც, რომ ანჯელინა ჯოლი როლს დასთანხმდა და ამით კიდევ ერთი მსახიობის, პენელოპე კრუზის უკმაყოფილება გამოიწვია. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ კრუზს სრულებითაც არ ხიბლავს ფაქტი, რომ მის მეუღლეს, ხავიერ ბარდემს (რომელიც ფრანკენშტეინის საცოლეში მთავარ როლს შეასრულებს) გადასაღებ მოედანზე პარტნიორობას ანჯელინა გაუწევს.

"პენელოპე არასოდეს ყოფილა ანჯელინას თაყვანისმცემელი. ის მას ზედმეტად თავდაჯერებულად მიიჩნევს, თანაც პენელოპეს ამ ფილმში თამაში ძალიან სურს", - წერს ერთ-ერთი ტაბლოიდი.

რაც შეეხება ჯოლისა და შარლიზის დაპირისპირებას, როგორც ცნობილია ტერონმა გადაწყვიტა ყველა იმ პროდიუსერთან თანამშრომლობაზე თქვას უარი, რომელიც მისთვის განკუთვნილ როლს პარალელურად ჯოლისაც გაუგზავნის.

ეს არა არის პირველი შემთხვევა, როცა ჰოლივუდის ორ ვარსკვლავს - ანჯელინა ჯოლისა და შარლიზ ტერონს ერთი და იმავე როლს სთავაზობენ. მაგალითად ფილმში Murder on the Orient Express (რომელშიც სხვათა შორის პენელოპე კრუზიც თამაშობს) მონაწილეობა შარლიზს მხოლოდ მას შემდეგ შესთავაზეს, როცა ჯოლიმ ოფიციალურად თქვა უარი, შარლიზი კი ამ წინადადებას არ დასთანხმდა და საბოლოოდ როლი მიშელ ფაიფერს ერგო.

ჯერ-ჯერობით უცნობია ამ ვარსკვლავურ ომში რეალურად ვინ გაიმარჯვებს, თუმცა გადაღების დაწყებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.