სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის შემდეგ რეჟისორმა უეს ანდერსონმა ახალ ანიმაციურ ფილმზე, ძაღლების კუნძულზე დაიწყო მუშაობა და ახლახან მისი პირველი ტრეილერიც გაავრცელა:

ანიმაციური ფილმის სიუჟეტი იაპონიაში ვითარდება, სადაც ერთ-ერთ ქალაქში გამოცხადებული კარანტინის გამო მოსახლეობა ძაღლებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილ კუნძულზე აგზავნის. სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი იაპონელი ბიჭი - ატარია, რომელიც კუნძულზე თავისი საყვარელი ძაღლის საძებნელად ჩადის.

ანიმაციურ ფილმს იოკო ონო, სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სვინტონი, ედუარდ ნორტონი, ბილ მიურეი და სხვა ცნობილი მსახიობები ახმოვანებენ.

რეჟისორს უკვე აქვს ანიმაციურ ფილმზე მუშაობის გამოცდილება. 2009 წელს გამოვიდა ფანტასტიკური მისტერ ფოქსი, რომელზეც ანდერსონთან ერთად მერილ სტრიპი, ჯორჯ კლუნი, ოუენ უილსონი, ბილ მიურეი და უილიამ დეფო მუშაობდნენ.

ძაღლების კუნძული ეკრანზე 2018 წლის 23 მარტს გამოვა.