ახალი პორტატული სკანერი ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ხარისხს ადგილზე წამებში ადგენს
ხორბლის, შვრიის, ჭვავისა და ქერის მოსავლის ხარისხის დადგენა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ასეთი ტესტების ჩასატარებლად, ფერმერებს 1-1,5 კილოგრამი მასალის ლაბორატორიაში გაშვება და შემდეგ რამდენიმე დღიანი ან კვირიანი ლოდინი უწევთ, რათა საბოლოო შედეგი მიიღონ.
რიგ შემთხვევებში და მით უმეტეს საქართველოში, ფერმერები ასეთი ტესტების ჩატარებისგან თავს იკავებენ. ასეთი შემოწმება აუცილებელია, რადგან შედეგად შეიძლება დადგინდეს, თუ როგორ იცვლება ნიადაგის გავლენა მოსავალზე წლიდან წლამდე, რა რაოდენობის ცილას, ნესტს ან ნახშირწყლებს შეიცავს მოსავალი. აღნიშნული ინფორმაცია კი ფერმერს თავისი პროდუქტის უფრო მარტივად და მისაღებ ფასში გაყიდვის საშუალებას მისცემს.
ცხადია, ასეთ პრობლემებს ტექნოლოგიური წინსვლა აგვარებს და არც ეს საკითხია გამონაკლისი.
GrainSense ფინური კომპანიაა, რომელმაც მარცვლეულის ხარისხის დასადგენი პორტატული, მცირე ზომის სკანერი გამოიგონა. მოწყობილობა ხორბალს, შვრიას, ჭვავსა და ქერს სინათლის სხვადასხვა სიხშირით ასკანერებს და იღებს დეტალურ ინფორმაციას მოსავლის მდგომარეობის შესახებ.
GrainSense-ს ანალიზისთვის 50-დან 100 მარცვლამდე სჭირდება და მათ შემადგენლობასა და ხარისხს, არც მეტი, არც ნაკლები, 5 წამში ადგენს.
მოწყობილობა ფერმერებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის და მისცემს საშუალებას დეტალურად აკონტროლონ თავიანთი პროდუქტის ხარისხი და გარემო პირობების, ამინდის, ნიადაგისა და სხვა გარეშე ფაქტორებისა და მარცვლეულის ხარისხის კორელაციის ანალიზის შედეგად, შედეგიანად და სწორად დაგეგმონ მომდევნო წლის მოსავალი.
GrainSense-ის ოფიციალური პრეზენტაცია ნოემბერში, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში გამართულ აგროტექნიკის გამოფენაზე შედგება. პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მისი ფასი და სხვა საქმიანი ინფორმაცია შეგიძლიათ კომპანიის საიტზე მიიღოთ.
მოწყობილობის შეძენა ფერმერების გარდა აგრობიზნესში ჩართულ კომპანიებსა და ინდივიდებსაც შეუძლიათ. თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ სკანერები და ქართველ ფერმერებს მათი მოსავლის შემოწმებისა და ხარისხის დადგენის სერვისი შესთავაზოთ.
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები