ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში გვანცა ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ დარღვევები ვერ გამოავლინა. ყუფარაძე სტრასბურგში სამ მუხლს ასაჩივრებდა:

  • მესამე მუხლი - არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობა. ყუფარაძემ იჩივლა იმის გამო, რომ ის არა არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებუბლებაში, არამედ ციხეში ზრდასრულებთან ერთად მოათავსეს.
  • მეევქსე მუხლის პირველი და მესამე (d) პუნქტები - სამართლიანი სასამართლო განხილვისა და მოწმეების დაკითხვის უფლება. ყუფარაძის თქმით, მის მიმართ წარმოებული სასამართლო დავა იყო უსამართლო, რადგან სააპელაციო სასამართლომ მისი ვერსიის დამამტკიცებელი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები არ გაითვალისწინა.
  • მეექვსე მუხლის პირველი პუნტქი - სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისი საქმის განხილვაზე უარი თქვა.

2007 წელს 14 წლის გვანცა ყუფარაძეს კლასელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს. ამავე წელს სააპელაციო სასამართლომ გვანცა ყუფარაძის განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო 2008 წელს უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავდა თამარ ალანია. ის სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევმა კომისიამ კიდევ სამ კანდიდატთან ერთად შეარჩია, თუმცა სტრასბურგს მთავრობას მისი კანდიდატურა არ წარუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებდა, რომ გვანცა ყუფარაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.