საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი 5.6 კმ-იანი მონაკვეთის გზის სამშენებლო სამუშაოებისთის 7 793 854 ლარია გამოყოფილი. უწყების ცნობით, სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

დეპარტამენტის თქმით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე მოეწყობა საგზაო ნიშნები და გზა ჰორიზონტალურად მოინიშნება.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. ეკლესიამდე მისასვლელი გზა წლების განმავლობაში არ გაკეთებულა, რის გამოც გერგეტამდე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მიდიოდნენ.