კანადის პრემიერ-მინისტრის სასიყვარულო ურთიერთობა ფერად წინდებთან ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, თუმცა გუშინ, ნიუ-იორკში გამართულ გლობალურ ბიზნეს ფორუმზე მისმა ახალმა, ვარსკვლავური ომების თემატიკის წინდებმა ყველაზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ჯასტინი შეხვედრაზე არც მეტი, არც ნაკლები ჩუბაკას წინდებით მივიდა.

ჩუბაკა

ჩუბაკა

კანადის პრემიერ-მინისტრი, რომ ვარსკვლავური ომების ფანია ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა ჯორჯ ლუკასის მიერ შექმნილი ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის მედია-ფრენჩაიზის გულშემატკივრები ამ ამბავმა კიდევ ერთხელ გაახარა.