აჩი ფურცელაძე

20 Sep. 2017, 18:44

ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს კაცს. საქართველოში ურთიერთობებს რომ ვუყურებ ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ქალები გაბლატავებულები არიან. დაამუღამეს გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან. რაღაც მომენტში უნდათ, რომ გაგასწრონ. საკონტროლო პაკეტს მაინც კაცი უნდა ფლობდეს, 51% - კაცი, 49% - ქალი. რუს ქალებს მამაკაცთან ურთიერთობაში ეს ზღვარი აქვთ. ქალი კაცს სხვანაირად აღიქვამს, რაც ძალიან მომწონს. კაცმა ქალთან არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის და სიხარულის, ვიდრე კაცი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. კროსვორდი: გამოიცანი ქართული ფილმის პერსონაჟი ფრაზით
  2. ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ადგილი ერთი ფოტოთი
  3. ქვიზი: იცი თუ არა გეომეტრიული ფიგურების სახელები?
  4. კროსვორდი: გამოიცანი სპორტის სახეობა სპორტსმენით
  5. ქვიზი: გამოიცანი შემსრულებელი სიმღერის სახელით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ