სასამართლომ ელისკო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და უდანაშაულოდ სცნო. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის, შვილი, დავით ხარშილაძე, 13 მარტს დააკავეს. 15 მარტს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხარჩილაძე 0,1626 გრამი ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებითა იყო დაკავებული. ელისო კილაძე შვილის დაკავებას თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.