Green Card-ის გათამაშებაში მონაწილეებისთვის რეგისტრაცია 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება და 7 ნოემბერს დასრულდება.

რეგისტრაცია მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა შესაძლებელი. საკონსულო გათამაშებაში მონაწილეობის მსურველთათვის რიგ რეკომენდაციებს ავრცელებს.

რეგისტრაციის დასრულებისას მნიშვნელოვანია აპლიკანტმა შეინახოს დასტურის ნომერი, რომელიც გამოჩნდება აპლიკაციის ვებ-გვერდზე. აღნიშნული ნომრის გამოყენებით მონაწილე მომავალში სტატუსს გადაამოწმებს.

საქართველოში ამერიკის საელჩომ მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით დაინტერესებული მოქალაქეების კითხვებს მომავალი ნახევარი საათის განმავლობაში უპასუხებს.

Green Card-ის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოდან მწვანე ბარათი 1195-მა მოქალაქემ მოიგო, რაც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე წლით ცხოვრების, სწავლის და მუშაობის უფლებას აძლევს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ ჩვენი სტატია: ყველაფერი, რაც მწვანე ბარათის (Green Card) ლატარიის შესახებ უნდა იცოდეთ.