ბოლოს აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ იყო. სახლი ოჯახთან ერთად ოთხი წლის ასაკში დატოვა. უკან სოხუმში 2015 წელს, 23 წლის შემდგომ პირველად დაბრუნდა, ფილმის "მე გადავცურე ენგური" გადაღებებმა "საზღვრის" გადაკვეთისკენ უბიძგა. 2017 წელს უკვე მეორედ, საკუთარი თავის შეცნობის, ძიებისა და ამოცნობის სურვილით ანუნა ბუკიამ კიდევ ერთხელ გადალახა კონფლიქტის შემდეგ დადგენილი "საზღვარი".

როგორც თვითონ ამბობს, ამ ორ წელიწადში "საზღვარზე" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და გამკაცრდა. აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვრის გადალახვის ორი გზა არსებობს: "ლეგალური" (საბუთებითა და მოწვევით) და გადაპარვა მდინარის შენაკადებითა და მინდვრებით, სიცოცხლის ფასად. მისი თქმით, გადაპარვა თითქმის შეუძლებელია, იმაზე რთული და საშიში ვიდრე ადრე იყო.

სახლში კიდევ ერთხელ გადასვლის ნებართვას დიდხანს ელოდა, როდესაც მოწვევა მიიღო აფხაზეთში ყოფნის მხოლოდ ორი დღე ჰქონდა დარჩენილი:

"ყველა ადამიანი, რომელიც არაოკუპირებული ტერიტორიიდანაა, ყოველდღიურად ან რაღაც პერიოდულობით ახერხებს დაუბრუნდეს მის საწყისს, ხედავს ან ეხება რაღაცას, რაც ახსენებს საიდან არის და რა გარემოა მისი, როგორც ინდივიდის შემქმნელი. ომგამოვლილ ადამიანს, საზოგადოდ, ეს შესაძლებლობა მეტწილად წართმეული აქვს. და თუ ეს დიდხანს გრძელდება, შეკითხვები - ვინ ვარ მე? რატომ ვარ ასეთი? ან როგორი ვარ? მთა ვარ თუ ზღვა? რისგან ვარ შექმნილი? და ა.შ - მატულობს და უფრო და უფრო რთული ხდება მათზე პასუხის გაცემა. დაბრუნება გეხმარება უპასუხო ამ შეკითხვებს და სულ მცირე მეტი გაიგო შენი გენეტიკური მეხსიერების რეალურ, ბუნებრივ წყაროზე."

ანუნას თქმით, "საზღვრის" იქით გარემო ბუნებრივ სიმდიდრესთან ერთად საკმაოდ დაძაბული და მოულოდნელია. არავისგან და არაფრისგან ხარ დაცული.
კიდევ როდის დაბრუნდება უკან, არ იცის:

"ყოველთვის,როდესაც ახლოს მივდივარ სიკვდილთან, ფიზიკურად ან შეგრძნებით, ვბრუნდები უკან, იქ საიდანაც ვარ, თითქოს მეშინია ისე არ გადავიდე სხვა სამყაროში, რომ არ ვიცოდე ვინ ვარ, და თუ ასეთი მოცემულობა ისევ გაჩნდება და ჩემს თავს დასჭირდება, კიდევ წავალ."

On.ge გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც ანუნა ბუკიამ აფხაზეთში გადაიღო. მისი ფილმის, "მე გადავცურე ენგურის" პრემიერა 27 სექტემბერს კინოთეატრ რუსთაველში გაიმართება.

სოხუმი

სოხუმი

ფოტო: ანუნა ბუკია

სოხუმი

ფოტო: ანუნა ბუკია

სოხუმი

ფოტო: ანუნა ბუკია

სოხუმი

ფოტო: ანუნა ბუკია

სოხუმი

ფოტო: ანუნა ბუკია

სოხუმი

ფოტო: ანუნა ბუკია

სოხუმი

ფოტო: ანუნა ბუკია

სოხუმი

ფოტო: ანუნა ბუკია

სოხუმი

ფოტო: ანუნა ბუკია

სოხუმი

ფოტო: ანუნა ბუკია

ათონის მონასტერი

ათონის მონასტერი

ფოტო: ანუნა ბუკია

ათონის მონასტერი

ფოტო: ანუნა ბუკია

ათონის მონასტერი

ფოტო: ანუნა ბუკია

ათონის მონასტერი

ფოტო: ანუნა ბუკია

ათონის მონასტერი

ფოტო: ანუნა ბუკია

ათონის მონასტერი

ფოტო: ანუნა ბუკია

ათონის მონასტერი

ფოტო: ანუნა ბუკია

ათონის მონასტერი

ფოტო: ანუნა ბუკია

ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკური ბაღი

ფოტო: ანუნა ბუკია

ბოტანიკური ბაღი

ფოტო: ანუნა ბუკია

ბოტანიკური ბაღი

ფოტო: ანუნა ბუკია

ბოტანიკური ბაღი

ფოტო: ანუნა ბუკია

ბოტანიკური ბაღი

ფოტო: ანუნა ბუკია

ბოტანიკური ბაღი

ფოტო: ანუნა ბუკია

რიწის ტბა

რიწის ტბა

ფოტო: ანუნა ბუკია

რიწის ტბა

ფოტო: ანუნა ბუკია

რიწის ტბა

ფოტო: ანუნა ბუკია

რიწის ტბა

ფოტო: ანუნა ბუკია