თბილისში, თემქაზე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს უთხრა, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.