ქეით უოლშმა Cosmopolitan-თან ინტერვიუში მისი შესაძლოა ყველაზე დიდი საიდუმლო გაამხილა და ისაუბრა იმაზე, რაც აქამდე ყველასთვის უცნობი იყო.

მსახიობმა განაცხადა, რომ ტვინის კიბო, რომელის დიაგნოზიც ორი წლის წინ დაუსვეს, საბოლოოდ დაამარცხა.

"ფრაზა - ტვინის კიბო, არასდროს არსებობდა ჩემს სიტყვათა ლექსიკონში. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, როდესაც ექიმმა ამის შესახებ მითხრა, ვგრძნობდი, რომ იმ მომენტში ჩემი სხეული მე აღარ მეკუთვნოდა", - იხსენებს მსახიობი.

როგორც მსახიობი ამბობს, პირველი ნიშნები 2015 წელს შეამჩნია.

"ჯერ კიდევ 2015 წლის იანვარში შევამჩნიე ნიშნები, თუმცა მეგონა, რომ ეს მენოპაუზა იყო. გამუდმებით ვგრძნობდი დაღლილობას, მიჭირდა სიარული, ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა, როდესაც სიტყვებს ვეღარ ვამბობდი და ლაპარაკი გამიჭირდა. სწორედ ამ დროს ჩაირთო ჩემს გონებაში განგაშის ზარი და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება დამატყდა თავს.", - ყვება უოლში.

საზარელი სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ უოლშმა ნევროლოგს მიაკითხა, თუმცა ექიმმა ონკოლოგთან გადაამისამართა.

"როდესაც ექიმმა ონკოლოგთან ვიზიტი მირჩია, გავაცნობიერე, რომ მთელი ძალა დავკარგე, თითქოს მუცელში ძლიერად დამარტყეს მე კიდევ ვერაფერს ვაკეთებდი. საბოლოოდ, ხუთ სანტიმეტრიანი, დაახლოებით პატარა ლიმნის ზომა სიმსივნე მიპოვეს ტვინში. საშინელ ტკივილებს ვგრძნობდი", - იხსენებს გრეის ანატომიის ვარსკვლავი.

მიუხედავად იმისა, რომ ის წლების განმავლობაში ექიმის როლს ასრულდება ABC-ის სერიალში, როგორც თავად ამბობს საავადმყოფოს გარემოსთან შეგუება მაინც გამიჭირდა.

"ექიმ ედისონ მონტგომერის როლის შემდეგ, თითქოს არ უნდა გამჭირვებოდა საავადმყოფოს გარემოსთან შეგუება, რადგან გადაღებების დროს თითქმის მთელ დღეებს ასეთ გარემოში ვატარებდი, ჩემი მეორე სახლი იყო. მაგრამ იცით? როდესაც ეს ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე, მივხვდი რომ ასეთი შიში არასდროს მიგრძვნია, ასაკი ერთბაშად მომემატა", - იხსენებს მსახიობი.

ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ, უოლშმა მთელი ფოკუსი ენერგიის აღდგენისკენ მიმართა და შეძლო კიდევაც, საბოლოოდ ზუსტად ცხრა თვის შემდეგ ის სამუშაოს დაუბრუნდა და ნეტფლიქსის სერიალში, 13 Reasons Why, ითამაშა.

როგორც მსახიობი ამბობს ის ვორკოჰოლიკია და ამიტომ ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა ამ ამბავმა მიახვედრა, რომ არაფერი სხვა იმაზე მნიშვნელოვანი არ არის ვიდრე საკუთარი ჯანმრთელობა.

"ასეთ საქმეში ვარ, მუშაობა დღეში 17 საათს მაინც გრძელდება, ახლა კი მივხვდი, რომ შვიდი ან რვა საათით ძილი მჭირდება, ეს ჩემთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - ამბობს მსახიობი.