სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12,2 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (28,5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4,9 მილიარდ აშშ დოლარს (7,5 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 3,3 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49,1 პროცენტი შეადგინა.

2017 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65,9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია:

  • თურქეთი (1,02 მილიარდი აშშ დოლარი);
  • რუსეთი (700 მილიონი აშშ დოლარი);
  • ჩინეთი (554 მილიონი აშშ დოლარი).

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7,4 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 401 მილიონი აშშ დოლარი იყო (26,6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1,4 მილიარდიაშშ დოლარი (2,9 პროცენტით მეტი).

ფოტო: საქსტატი

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 2 110,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 31 პროცენტით მეტი).

აქედან ექსპორტი 674 მილიონი აშშ დოლარი (58,1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 436,5 მილიონი აშშ დოლარი იყო (21,3 პროცენტით მეტი).