კამბოჯამ ოფიციალურად გადაწყვიტა, რომ 2018 წლის ოსკარზე, მათი ქვეყნის სახელით უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმი First They Killed My Father წარადგინოს.

"ამ ფილმზე მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ადგილობრივ მსახიობებთან და გუნდთან მუშაობა კი დიდი გამოცდილება", - ამბობს ჯოლი.

ფილმი წითელი კხმრების შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც კამბოჯაში, 1970 წლიდან დღემდე, ორ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლეს. სიუჟეტი კამბოჯელი აქტივისტის, ლუნგ ანგის ამავე სახელწოდების მემუარებს ეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ ფილმი 2 ათასზე მეტ ნამდვილ ისტორიას ეფუძნება და როგორც კამობჯელები ამბობენ, ეს ფილმი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ზედმიწევნით ასახავს მათი ქვეყნის ისტორიის ნაწილს.

შეგახსენებთ, რომ ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოდან ამავე ნომინაციაში ანა ურუშაძის ფილმი საშიში დედა არის წარდგენილი.

იქნება თუ არა საშიში დედა ან ანჯელინა ჯოლის ფილმი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგენილი, ამას 2018 წლის 23 იანვარს, ნომინანტთა საბოლოო სიის გამოცხადების დროს გავიგებთ, რაც შეეხება დაჯილდოებას ის მომდევნო წლის 4 მარტს ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში ჩატარდება.