რამდენიმე საათის წინ, HP თავისი უახლესი დესკტოპ კომპიუტერი წარადგინა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ Z8 ყველაზე ძლიერი მანქანაა თავის კატეგორიაში, რასაც მისი მონაცემებიც ადასტურებს.

კომპიუტერს 56-ბირთვიანი Intel Xeon CPU აქვს, ხოლო ოპერატიული მეხსიერება ანუ RAM 3 ტერაბაიტი, დიახ, არ მოგეჩვენათ, არა გიგაბაიტი, არამედ ტერაბაიტი. რაც შეეხება ვინჩესტერის ზომას, Z8-ს მფლობელები 48 ტერაბაიტი მეხსიერებით იქნებიან განებივრებულნი. გარდა ამისა, კომპიუტერი აღჭურვილია სამი Nvidia Quadro P6000 გრაფიკული ბარათით.

მოწყობილობის საწყისი ფასი, საბაზისო მონაცემებით, $2 439-ია. Z8 ბაზარზე ოქტომბრიდან ჩაეშვება.