პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ადა მარშანია ამბობს, რომ მისი პარტიის წევრები ოქტომბრის პირველ რიცხვებში მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის კვლავ გაემგზავრებიან. ამის შესახებ მარშანიამ დღეს, პარტიის მიერ დაგეგმილ აქციაზე ყოფნის დროს განაცხადა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებების გარეშე აფხაზებთან ოსებთან და რუსებთან ჩვენს ქვეყანას ვერ გავამთლიანებთ", - განმარტა მარშანიამ.

მარშანია და პარტიის რამდენიმე წევრი საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში, რუსეთში რამდენიმე თვის წინაც იყვნენ. მაშინ პატრიოტთა ალიანსის წევრები რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, ადა მარშანიამ განაცხადა, რომ რუს დეპუტატებს რუსეთ-საქართველო-ნატოს ფორმატის შექმნა შესთავაზეს. გარდა ამისა, ისაუბრეს ვიზების გამარტივებისა და სხვა საკითხებზე.