ერაყის ქურთისტანმა, რომელიც ავტონომიურ შენაერთს წარმოადგენს ერაყის შემადგენლობაში, ოფიციალურად დაამტკიცა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების თარიღი. ავტონომიური შენაერთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ისტორიული რეფერენდუმი 2017 წლის 25 სექტემბერს გაიმართება. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, საკანონმდებლო ორგანომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

აქამდე ისედაც ვარაუდობდნენ, რომ რეფერენდუმი სწორედ 25 სექტემბერს გაიმართებოდა, მაგრამ ოფიციალური გადაწყვეტილება მაინც უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ ფაქტმა, შესაძლოა, რეგიონში დესტაბილიზაციის ახალი წყაროს წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

რეფერენდუმის იდეას პოპულარობა ქურთისტანში არასდროს დაუკარგავს და არაერთხელ დაუანონსებიათ კიდეც თუმცა, პროცესი რეალურად ვერ შედგა. გარდა შიდა დაძაბულობისა, რაც შეიძლება რეფერენდუმმა გამოიწვიოს, მნიშვნელოვანი საერთაშორისო რეაქციაც.

თავად ერაყის მთავრობის გარდა, ქურთისტანის დამოუკიდებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ირანი და თურქეთი. ამ ეტაპზე რთული სავარაუდოა, როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესები.

უფრო ვრცლად, ერაყის ქურთისტანის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, მის შესაძლებლობებსა და მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე, გაეცანით On.ge-ს სტატიას.