თუ სიმშვიდე თქვენთვის ყვავილებსა და ხეებში ჩაფლულ სახლებთან, საბანკო ანგარიშზე საკმარისზე მეტ თანხასთან და სტაბილურ, სასიამოვნო სამსახურთან ასოცირდება, მაშინ თქვენთვის საუკეთესო ადგილი გერმანიაა.

ახალმა კვლევამ მსოფლიოს 2017 წლის ყველაზე არასტრესული ქალაქები გამოავლინა. შედეგებზე გავლენა იქონია საავტომობილო მოძრაობის ხარისხმა, საჯარო ტრანსპორტმა, მწვანე საფარის პროცენტულობამ, მოქალაქეების ფინანსურმა მდგომარეობამ, ფიზიკურ და გონებრივმა ჯანმრთელობამ და ასევე მზის შუქის საათების ჯამურმა რაოდენობამ, რასაც ქალაქი ყოველწლიურად იღებს.

სიის ათეულში ყველაზე მეტი ქალაქი გერმანიიდანაა და ის ასე გამოიყურება:

  1. შტუტგარტი - გერმანია;
  2. ლუქსემბურგი - ლუქსემბურგი;
  3. ჰანოვერი - გერმანია;
  4. ბერნი - შვეიცარია;
  5. მიუნხენი - გერმანია;
  6. ბორდო - საფრანგეთი;
  7. ედინბურგი - დიდი ბრიტანეთი;
  8. სიდნეი - ავსტრალია;
  9. ჰამბურგი - გერმანია;
  10. გრაცი - ავსტრია.

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებიდან, ყველაზე არასტრესულად სიეტლი დასახელდა. მან სიაში მეთორმეტე ადგილი დაიკავა.

სამწუხაროდ, 150 ქალაქის ჩამონათვალში საქართველოს ქალაქები ვერ მოხვდნენ.