საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ამავდროულად ქართული ოცნების თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში პარტიის კანდიდატები წარადგინა.

პარტიის კანდიდატები იქნებიან:

  • ბათუმი - ლაშა კომახიძე;
  • ქობულეთი - მირიან ქათამაძე;
  • ქედა - ლევან გორგილაძე;
  • შუახევში - ფრიდონ ფუტკარაძე;
  • ხელვაჩაური - ჯუმბერ ვარდმანიძე;
  • ხულო - გოჩა მელაძე.

"როგორც პრემიერ-მინისტრმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, ქართული ოცნება ამ ადამიანებს სრულ ნდობას უცხადებს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ისინი არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ", - აცხადებენ პარტიაში.

ქართულმა ოცნებამ იმერეთში, კახეთსა და გურიაში უკვე დაასახელა კანდიდატები.