თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე თიბისი ბანკის დაყაჩაღება სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბანკის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და ბანკს ზარალი არ მიუღია.

თიბისი ბანკის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათმა დაცვის თანამშრომლებმა დაყაჩაღების მცდელობა აღკვეთეს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს. შსს-ში კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.