ქართული ოცნების დეპუტატები, ზვიად ძიძიგური, ეკა ბესელია, აკაკი ზოიძე და კახაბერ კუჭავა პორტუგალიაში, ქვეყნის ნარკოპოლიტიკის გამოცდილებას ეცნობიან. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს:

"ვიზიტის მიზანია ზიანის შემცირების პროგრამების შექმნასთან, დაფინანსებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაცნობა, აგრეთვე ნარკოპოლიტიკის სტრატეგიების, მათ შორის, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და სამართალდამცავ ორგანოებს, ჯანდაცვის ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის საკითხების შესწავლა."

პარლამენტის ცნობით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, ხოლო ვიზიტის ორგანიზატორები ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელი და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო არიან.