ლვოვის სასტუმროში, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სამართალდამცავები და მესაზღვრეები მივიდნენ.

სამართალდამცავების სასტუმროში ყოფნის ვიდეო ფეისბუკზე მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი დავით საყვარელი ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამართალდამცავები სასტუმროში არავის უშვებენ და აპირებენ, რომ სააკაშვილს მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ პროტოკოლი გააცნონ.

10 სექტემბერს, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი. ამ ფაქტზე ლვოვის ოლქის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტში შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით 26 ივლისს, ამერიკაში ვიზიტისას ჩამოერთვა. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ სააკაშვილი პოლონეთში, ლიტვასა და ბრიუსელში იმყოფებოდა. როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრი იუწყება, საქართველომ უკვე მესამედ მიმართა უკრაინულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.