დამალობანას ჩემპიონატმა იტალიის მიტოვებულ ქალაქს სიცოცხლე დაუბრუნა
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სპორტული ღონისძიება, რომლის შესახებ ალბათ არც კი გსმენიათ, ამ შაბათ-კვირას იტალიაში ჩატარდა.
საერთაშორისო დამალობანას ჩემპიონატი ჩრდილოეთ იტალიის მიტოვებულ ქალაქში, კონსონოში გაიმართა.
კონსონოს 1970-იან წლებში იტალიის ლას-ვეგასად მოიაზრებდნენ. მილანში და მიმდებარე ქალაქში მცხოვრებნი იქ გასართობად მიდიოდნენ. ქალაქს საოცარი არქიტექტურა და დიზაინი ამშვენებდა.
იქ იყო ღამის კლუბები, კაზინოები, სათამაშო მოედნები დიდებისთვის, მატარებლით სამოგზაურო ხაზი, ჩინური პაგოდა, შუა საუკუნეების სასახლე. იგეგმებოდა ზოოპარკის მოწყობა და მოტორბოლების გამართვა.
თუმცა მხიარულებამ მხოლოდ რვა წელს გასტანა. 1976 წელს მეწყერმა კონსონომდე მისასვლელი გზა ჩაკეტა და ქალაქის დიდი ნაწილი დაანგრია. ის არასდროს შეკეთებულა, რის შემდეგაც ოდესღაც გართობის ცენტრი მოჩვენებების ქალაქად იქცა.
თუმცა, 2017 წელს, კონსონომ რამდენიმე დღით თავისი სიცოცხლე დაიბრუნა. მსოფლიოს ერთადერთი საერთაშორისო დამალობანას ჩემპიონატმა სტარტი 8 სექტემბერს აიღო და 10 სექტემბრამდე გრძელდებოდა.
სამდღიანმა მარათონმა უძველეს ნიშანს, კონსონოში მუდამ გართობაა, მნიშვნელობა დაუბრუნა.
თამაშის წესები ასეთია: 65 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ღია მოედანი ხუთ ნაწილად იყოფა. ჯგუფის წევრი თამაშის განმავლობაში ხუთივე ადგილას უნდა იმალებოდეს. ის, ვინც იხუჭებოდა, დამალული მოთამაშე უნდა იპოვოს, ხოლო დამალულმა 1 წუთში უნდა გაიაროს ბარიერები და თამაშის დაწყების ადგილზე პირველი უნდა მივიდეს.
ამასთან ერთად, მონაწილეს ქალაქის შენობაში დამალვის უფლება არ აქვს.
"გვსურდა კონსონოში ღიმილი დაგვებრუნებინა" - ამბობენ ოლიმპიადის ორგანიზატორები.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები