დღეს, 19:00 საათზე ილიაუნის “ა” კორპუსში სტუდენტური მოძრაობა დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს
ფოტო: ლაშა ჯანჯღავა
დღეს, 19:00 საათზე ილიაუნის “ა” კორპუსში სტუდენტური მოძრაობა დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.ისინი წერენ, რომ არ ცნობენ არალეგიტიმური ხელისუფლების დრაკონულ კანონებს, თავიანთი სივრცის გამოყენებისთვის კი ნებართვა არ სჭირდებათ.
"10 მარტს, ილიაუნის "ა" კორპუსში გელოდებით დაუმორჩილებლობის აქციაზე!
ნათელი ხდება ის, რომ სისტემა კიდევ უფრო ამკაცრებს თვითგამოხატვის შეზღუდვებს. რეპრესიულმა რეჟიმმა საუნივერსიტეტო სივრცეშიც ასე ხისტი ფორმებით შემოაღწია. თეატრალურ უნივერსიტეტში შეჭრა და სტუდენტების იძულებით გამოყვანა ცხადყოფს, რომ სისტემა უკან არც ამგვარ ამორალურ ქმედებებზე დაიხევს. შეგახსენებთ, რომ ჩვენ არ ვცნობთ არალეგიტიმური ხელისუფლების დრაკონულ კანონებს, ჩვენი სივრცის გამოყენებისთვის კი არ გვჭირდება არანაირი ნებართვა.
უნივერსიტეტი ეკუთვნის სტუდენტებს, ყველა სახელმწიფო შენობა ეკუთვნის ხალხს. ჩვენი პროტესტი კიდევ უფრო ძლიერდება, რეპრესიები კი მხოლოდ და მხოლოდ გვაბრაზებს", — ნათქვამია ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში პოლიცია გუშინ, 9 მარტს სამჯერ მივიდა. მათ ჯერ სტუდენტები დააჯარიმეს, შემდეგ კი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, სტუდენტების დაკავების საფრთხე იყო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ პროტესტი სხვა მიმართულებით გააძლიერონ.
პოლიცია სტუდენტებს ჯარიმებს ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი იმ ცვლილების საფუძველზე უწერდა, რომლითაც დახურულ სივრცეში მესაკუთრის ნებართვის გარეშე აქციის ჩატარება აიკრძალა. შეკრების კანონის მე-9 და მე-11 მუხლის დარღვევა 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი, პროტესტის ნიშნად, 80 დღეზე მეტია ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევდა. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას, აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვდნენ.
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
მსუქანი, შავკანიანი, ბედნიერი გოგო ვარ, ყოველთვის ეცდებოდნენ ჩემს განადგურებას — ლიზო მსუქანი, შავკანიანი, ბედნიერი გოგო ვარ, ყოველთვის ეცდებოდნენ ჩემს განადგურებას — ლიზო
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კოსმოსში თირკმლისა და ღვიძლის ქსოვილები ბიოპრინტერით დაბეჭდეს ისტორიაში პირველად, კოსმოსში თირკმლისა და ღვიძლის ქსოვილები ბიოპრინტერით დაბეჭდეს
გადახედვა
-
"არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას" — ილჰამ ალიევი უკრაინას "არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას" — ილჰამ ალიევი უკრაინას
გადახედვა
-
"რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე" — ირაკლი კობახიძე ეუთოს რეზოლუციაზე "რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე" — ირაკლი კობახიძე ეუთოს რეზოლუციაზე
გადახედვა
-
რატომ გვწყურდება ღამე გაღვიძებისას ასე ძალიან? — "უძირო ქვევრის" მეცნიერება რატომ გვწყურდება ღამე გაღვიძებისას ასე ძალიან? — "უძირო ქვევრის" მეცნიერება
-
აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გამო დაძაბულობის ზრდის ფონზე ერთმანეთს ცეცხლს უხსნიან აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გამო დაძაბულობის ზრდის ფონზე ერთმანეთს ცეცხლს უხსნიან
გადახედვა
-
ირაკლი კობაზიძე: ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით მას შემდეგ, რაც ჩაიკეტა მათთვის წვდომა რუსეთის იაფ რესურსებზე ირაკლი კობაზიძე: ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით მას შემდეგ, რაც ჩაიკეტა მათთვის წვდომა რუსეთის იაფ რესურსებზე
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ჰუმანოიდმა რობოტმა ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა ისტორიაში პირველად, ჰუმანოიდმა რობოტმა ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა
გადახედვა
-
ტესტი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის ინვესტორი იქნებოდი ტესტი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის ინვესტორი იქნებოდი
-
WSJ: "ვაგნერის დაჯგუფების" წევრებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ნარკოიმპერია ჩამოაყალიბეს WSJ: "ვაგნერის დაჯგუფების" წევრებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ნარკოიმპერია ჩამოაყალიბეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, დარჩება კვლავაც ეუთო ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო ულსონის დონეზე ზემოთ ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, დარჩება კვლავაც ეუთო ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო ულსონის დონეზე ზემოთ
გადახედვა
-
25 წლის შემდეგ მადონა და მაიკლ ჯექსონი Billboard-ის საუკეთესო ათეულში ისევ ერთად არიან 25 წლის შემდეგ მადონა და მაიკლ ჯექსონი Billboard-ის საუკეთესო ათეულში ისევ ერთად არიან
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
კომენტარები