2017 წლის აპრილი-ივნისში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 14,3 პროცენტით შემცირდა და 346,6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეშიც. იანვარ-ივნისში ინვესტიციები 5,5 პროცენტით შემცირდა და 751 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

პირველ ექვს თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 130,4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37,6 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი 70 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 29,3 მლნ. აშშ დოლარით.