Solo-ს განცხადებით, 16 და 17 სექტემბერს დაგეგმილი ეტლონ ჯონის კონცერტი ბლექ სი არენაზე აღარ ჩატარდება. კომპანიის ინფორმაციით, ბრიტანელი ვარსკვლავის კონცერტი 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ლ ივლისს ჩატარდება.

მათ, ვისაც 16 სექტემბრის ბილეთი ჰქონდათ შეძენილი 30 ივნისს დაესრებიან კონცერტს, ხოლო 17 სექტემბრის ბილეთით პირველ ივლისს იქნება შესაძლებელი კონცერტზე დასწრება. ბილეთების დაბრუნება და თანხის უკან მიღება 20 სექტემბერიდან 20 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მომავალი წლის ბილეთები 20 სექტემბრიდან გაიყიდება.

5 სექტმბერს Solo-მ გაავრცელა ინფორმაცა, რომ კონცერტი მხოლოდ სამი კვირით გადაიდებოდა.