ერთ-ერთ ინტერვიუში ჯორჯ კლუნიმ აღიარა, რომ მას და მის მეუღლეს საკუთარ სახლში ერაყიდან, იეზიდი ლტოლვილი ჰყავთ შეფარებული.

როგორც მსახიობი ამბობს, ბიჭი ISIS-ს გამოექცა.

"ის ავტობუსით მოსულში მიდიოდა. ISIS-ის ტერორისტებმა ორი მძღოლი მოკლეს და იქ მსხდომებს უთხრეს, რომ ესროდნენ ყველას, ვისაც კოლეჯში ჩაბარება მოუნდება. ის გადარჩა და ამერიკაში აღმოჩნდა. ბიჭი ჩვენს სახლშია, ეს არის ის რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია", ამბობს კლუნი.

როგორც ცნობილია ლტოლვილი ბიჭი ამჟამად კენტუკიში, კლუნების ოჯახის აგარაკზეა და კლუნის დაფინანსებით ჩიკაგოს უნივერსიტეტშიც სწავლობს.

აღსანიშნავია, რომ კლუნი წლებია რაც საქველმოქმედო და მისიონერული საქმიანობით არის დაკავებული, ის ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა კონფლიქტის ზონებში და ლტოლვილთა დახმარებაზეც არასდროს ამბობს უარს.