კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას, უილიამისა და მისი მეუღლის, ქეით მიდლტონის ვაჟი, პრინცი ჯორჯი სკოლაში პირველად წავიდა.

სამეფო ოჯახის პატარა წარმომადგენელი, ოც მოსწავლესთან ერთად, ერთ საკლასო ოთახში ისწავლის, სადაც საგანგებოდ მისთვის განკუთვნილი მერხი დახვდა, წარწერით - პრინცი ჯორჯი.

"სკოლა არ წარმოადგენს სამეფო ოჯახის წევრებისათვის მოწყობილ სასწავლებელ დაწესებულებას, თუმცა პრინცის მიღებამ, გარკვეული სტანდარტების გაუმჯობესებისაკენ გვიბიძგა, რაც ასევე სასარგებლო იქნება სხვა მოსწავლეებისათვის", ამბობს სკოლის დირექტორი ბენ ტომასი.

დირექტორი ასევე იმედოვნებს, რომ ბავშვებისათვის, სკოლაში ყველა საჭრო და აუცილებელი პირობაა შექმნილი, რათა მათ მოახერხონ საკუთარი ნიჭის რეალიზება და განათლებულ, კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯორჯი სკოლაში მამამ, პრინცმა უილიამმა მიიყვანა, დედა ქეით მიდლტონი კი როგორც ამბობენ სახლში დარჩა, რადგან ორსულობის გამო თავს შეუძლოდ გრძნობდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამის გამო ჯორჯის პირველი დღე სკოლაში ასე არ ჩაივლის: