კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა, კარლოს პუჩდემონიმ ხელი მოაწერა ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის რეფერენდუმს, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარებაზე, წერს Reuters.

პუჩდემონიმ დოკუმენტს ხელი რეგიონულ პარლამენტში მოეწერა მას შემდეგ, რაც მათ პლებისციტის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს. მადრიდში კი განაცხადეს, რომ რეფერენდუმის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

კენჭისყრაში 83 დეპუტატი მონაწილეობდა, აქედან 11-მა რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონი პლებისციტის შესახებ გულისხმობს, რომ რეფერენდუმზე გამოყოფის მომხრეების გამარჯვების შემთხვევაში, კატალონიის პარლამენტი მომენტალურად გამოაცხადებს დამოუკიდებლობას.

ესპანეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ პლებისციტი პირენეის ნახევარკუნძულის სამეფოს ერთიანობას ემუქრება.