საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 422 დევნილ ოჯახს, თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2012 წლის შემდეგ, მუდმივი საცხოვრებლით 15 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა და პროცესი გაგრძელდება.