ფოტოგრაფმა ანია პავლეტამ, ერთი ადამიანის ცხოვრების ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე ბედნიერი დღე კადრზე აღბეჭდა.

ორსული ქალი რომელიც, ამ დღეს ცხრა თვის განმავლობაში ელოდა, უკვე მზად იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან შესახვედრად, თუმცა პატარას დაბადებამდე ძალიან რთული და დამღლელი საათები უფრო და უფრო იწელებოდა.

ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მშობიარობას გართულებების გარეშე ჩაევლო და ჩვილი სამყაროს უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოვლენოდა.

აქვე იყო ანია, რომელიც მთელ პროცესს პირადად აკვირდებოდა და ისტორიულ კადრებს იღებდა.

რთული მშობიარობის შემდეგ დედა-შვილის ემოციური შეხვედრა, ნამდვილი კულმინაცია იყო.

ფოტო: Ania Pawleta Photography

"ბედნიერებისაგან სახლში ატირებული დავბრუნდი. მადლობელი ვარ, რომ ამ საოცარი წუთების ნახვის შესაძლებლობა მომეცა", ამბობს ფოტოგრაფი.