ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, დაშავებულია შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის უფროსი ლეიტენანტი ივერ ბუაძე, სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე.

უწყების ინფორმაციით, ივერ ბუაძის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია უტარდება. დაშავებულები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან.