ობამა DACA-ს გაუქმებას ეწინააღმდეგება და უდოკუმენტო ახალგაზრდებს იცავს
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იმიგრაციის სამთავრობო პროგრამა DACA-ს გაუქმებას ფეისბუკზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ამერიკელები არიან, თუმცა საბუთის გარეშე:
"საუბარია ახალგაზრდებზე, რომლებიც აშშ-ში გაიზარდნენ, რომლებიც ჩვენს სკოლებში სწავლობენ, ახალგაზრდებზე, რომლებიც იწყებენ კარიერას, პატრიოტებზე, რომლებიც ჩვენი დროში ერთგულნი არიან. "მეოცნებენი" (Dreamers) არიან ამერიკელები საკუთარ გულებში, გონებაში, ყველა არჩეულ მიმართულებაში გარდა ერთისა: ისინი არ არიან ამერიკელები ქაღალდზე. ისინი მშობლებმა ჩამოიყვანეს, ზოგიერთი ჯერ კიდევ ჩვილი იყო. მათ, შეიძლება, ჩვენი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყანა არც კი იცოდნენ. შეიძლება, მათ ინგლისურის გარდაც კი არ იცოდნენ სხვა ენა. ისინი ხშირად ვერც ეჭვობენ იმას, რომ დოკუმენტები არ აქვთ მანამ, სანამ სამსახურში ან კოლეჯში, ან მართვის მოწმობაზე განაცხადს არ შეიტანენ."
ობამას თქმით, მისი ადმინისტრაცია ბევრს მუშაობდა, რათა ამ ახალგაზრდებისთვის "დეპორტაციის ჩრდილი მოეშორებინა", რომ შემდგომში მათ "ქვეყნის განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი":
"ნათელი მოვფინოთ ყველაფერს: დღევანდელი ქმედებები იურიდიულად საჭირო არაა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მორალური კითხვაა. როგორი პრობლემები და პრეტენზიებიც არ უნდა ჰქონდეთ ამერიკელებს იმიგრაციის მიმართ, ჩვენ არ უნდა ვუქმნიდეთ საფრთხე მომავალს ახალგაზრდების იმ ჯგუფის, რომლებიც აქ ნების გარეშე არიან, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ, რომლებსაც ჩვენი დარჩენილი ნაწილისგან არაფერი მიაქვთ... მათი თავიდან მოშორებით უმუშევრობა არ დაიწევს, ვინმეს გადასახადები არ შეუმსუბუქდება და ამით ვინმეს ხელფასი არ მოემატება."
ექს-პრეზიდენტის განცხადებით, ამ ახალგაზრდებზე პასუხისმგებლობა ახლა კონგრესს ეკისრება და კონგრესმა უნდა დაიცვას ისინი და ამასთანავე ამბობს, რომ ამ DACA-ს გაუქმებას ამერიკელი ხალხიც ეწინააღმდეგება:
"საუბარია იმაზე, რომ ვართ კი ის ადამიანები, რომლებიც ამერიკიდან მებრძოლ ახალგაზრდებს აგდებენ, თუ ისინი ვინც მოვექცევით ისე, როგორც ვექცევით ჩვენს შვილებს. საუბარია ვინ ვართ ჩვენ და ვინ გვინდა, რომ ვიყოთ.
რა გვხდის ამერიკელებად, არაა კითხვა იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებით ან საიდან წარმოშვა ჩვენი სახელები, ან როგორ ვლოცულობთ. ის, რაც გვხდის ამერიკელებად არის იდეალების ერთგულება - ყველა ჩვენგანი დაიბადა თანასწორი; ჩვენ ყველას გვაქვს შანსი გავაკეთო ცხოვრებაში ის, რაც გვსურს გავაკეთოთ; ვიზიარებთ ვალდებულებას ავდგეთ, განვაცხადოთ სათქმელი და შემდეგი თაობისთვის ყველა ღირებულება უზრუნველყოთ. ასე განვითარდა ამერიკა. ასე თუ გავაგრძელებთ საბოლოოდ უფრო მყარს კავშირს მივიღებთ."
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 სექტემბერს საიმიგრაციო პროგრამა DACA-ს გაუქმების შესახებ განკარგულება გამოსცა. DACA პრეზიდენტ ობამას დროს დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის მოკლე სახელია, რომელიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილ, დაახლოებით 800 ათასამდე უსაბუთო ახალგაზრდა იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები