The Warner Bros.-ისა და DC Comics-ის კიდევ ერთი საერთო ფილმი Wonder Woman საერთაშორისო პრესამ და კრიტიკამ არაერთხელ შერაცხა როგორც წლის სენსაცია.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი პირველი კი მისი შემოსავალია, რომელმაც საბოლოო ჯამში $807 მილიონს გადააჭარბა.

ეს რეკორდი ვრცელდება რეჟისორ პატი ჯენკისზეც, რომელმაც თითქმის ყველა ქალ რეჟისორს აჯობა, მათ შორის სემ ტეილორ-ჯონსონს, რომელის ფილმმაც Fifty Shades of Grey’s $571 მილიონი დააგროვა.

იმ შემთხვევაში კი, თუ ჯენკინსის ფილმი $1 მილიარდზე მეტს მოაგროვებს, მაშინ ის ამ სიის საპატიო ლიდერი გახდება. თუმცა იქამდე მან დისნეის Frozen-ს უნდა აჯობოს.

პარალელურად ჯენკინსის ფილმი ცოტა ხნის წინ სუპერგმირებზე გადაღებული, ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ხუთეულშიც მოხვდა ისეთი ფილმების გვერდით, როგორებიც არის კაპიტანი ამერიკა, რკინის კაცი 3 და სხვა.

ქალი საოცრება წელს ერთ-ერთ ყველაზე დადებითად შეფასებულ ფილმად ითვლება, რეცენზიებისა და რივიუების უმეტესობა, რომელიც კინომცოდნეებმა და ჟურნალისტებმა დაწერეს, ერთნაირად მაღალ დონეზე აფასებენ როგორც მსახიობებს, ისე სიუჟეტსა და ვიზუალურ მხარეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Wonder Woman ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული პირველი ფილმია, რომელშიც წამყვანი სუპერგმირი პერსონაჟი ქალია.