თბილისის ზოოპარკში ორი ლემური დაიბადა, რომელთა მონახულება უკვე დამთვარიელებელსაც შეუძლია:

"ჩვენს ლემურს, ქალბატონ კიჭას ტყუპები გაუჩნდა. ორი ცანცარა და გაწლიკული ლემურიკო. ფარფალა ყურებით, წვნიკი კისრებითა და დაყვლეპილი თვალებით უცხოპლანეტელებს ჰგვანან. სულ დედას არიან ჩაფრენილები და ასე, ზურგზე ამხედრებულები შეიმეცნებენ სამყაროს", - წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია ფეისბუკზე.

მათივე ცნობით, ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც ბუნებაში კატისებრი ლემურის ნახვაა შესაძლებელი, კუნძული მადაგასკარია. ამ ცხოველს სხვა სახეობის ლემურებისგან გრძელი, რგოლებით მოხატული კუდი განასხვავებს.