მსახიობი მიჩუ მესაროში, რომელიც 1980-ან წლებში ამერიკის პოპულარულ სერიალ Alf-ში უცხოპლანეტელი ალფის როლს ასრულებდა, 13 ივნისს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, მისმა მენეჯერმა დენის ვარგამ განაცხადა, რომ ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღე კომაში იყო.

მესაროში, რომელიც 84 სანტიმეტრი სიმაღლის იყო და პლანეტის ყველაზე პატარა ადამიანად იცნობდნენ, სატელევიზიო სერიალში მოხვედრამდე ცირკში მუშაობდა.

მიჩუ მესაროში ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში

ფოტო: L.A. Hospital

ალფი NBC-ზე 1986-1990 წლებში გადიოდა, რომელშიც მესაროში უცხოპლანეტელის შესასრულებლად კოსტიუმს ატარებდა, რომელიც მთელს სხეულს უფარავდა. Alf-ის როლს პოლ ფუსკო ახმოვანებდა.

მესაროშის სამედიცინო და დაკრძალვის ხარჯების მოსაძიებლად მისმა მენეჯერმა ფანდრაიზინგი დაიწყო.