ბირთვული იარაღის წარმატებული მეექვსე ცდის შემდეგ, ფხენიანის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა, წერს BBC:

"სწავლება გვიჩვენებს, რომ სამხრეთ კორეის არმიას გადაწყვეტილი აქვს არამხოლოდ პროვოკაციის წყარო გაანადგუროს, არამედ საფრთხის შემთხვევაში მოწინააღმდეგე და მისი დამატებითი ძალები მართოს."

ადგილობრივი მედიის ცნობით, სეული და ვაშინგტონი მიმდინარე შეთანხმებების გადახედვას აპირებენ, რათა სამხრეთ კორეამ სარაკეტო ძალა ორჯერ გაზარდოს.

გუშინ ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი გამოსცადა. ადგილობრივი მედიის თქმით, ცდამ წარმატებით ჩაიარა.

პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის განცხადებით, საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში ვაშინგტონი მზადაა "ფართომასშტაბიანი სამხედრო პასუხისთვის". მისივე თქმით, აშშ-ის მიზანს ჩრდილოეთ კორეის სრულ განადგურებას არ წარმოადგენს, თუმცა ამის შესაძლებლობა აქვთ.

ჩრდილოეთ კორეამ პირველად ატომური იარაღის გამოცდის შესახებ 2006 წელს გაავრცელა ინფორმაცია. ამის შემდეგ მათ კიდევ ოთხი ცდა ჩაატარეს.