ვენეციის კინოფესტივალს ჯორჯ კლუნი რეჟისორის ამპლუაში ესწრებოდა და ფილმი Suburbicon წარადგინა, რომელშიც მთავარ როლებს ჯულიანა მური და მეტ დეიმონი ასრულებენ.

ჩვენების დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე კლუნის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, აპირებდა თუ არა 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

"მინდა თუ არა ვიყო შემდეგი პრეზიდენტი? ეს ძალიან სასაცილოდ ჟღერს.", იხუმრა ჯორჯ კლუნიმ.

მსახიობს საუბარში მეთ დეიმონი ჩაეჭრა, რომელმაც თქვა:

"მე ვიტყვი, მსურს ნებისმიერი გახდეს ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი, თანაც დაუყოვნებლივ."

შეგახსენებთ, რომ ტრამპს მისი საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს.

რაც შეეხება 2020 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვრცელდება ჭორები, რომ შესაძლოა კანდიდატებს შორის ვიხილოთ აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, ტელეწამყვანი და პროდიუსერი ოპრა უინფრი ან მსახიობი დუეინ ჯონსონი.