ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. პარტიის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ვაშაძემ ის კანდიდატად დედაენის ბაღში, იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს წარადგინა. ვაშაძე არჩევნებში კოალიცია ერთობა - ახალი საქართველო სახელით იყრის კენჭს.

"საქართველოს გერბზე გამოსახულია სიტყვები - "ძალა ერთობაშია", მაგრამ რატომღაც ვერაფრით ვერ ვახდენთ ამ ერთიანობას, ვერ ვახერხებთ გაერთიანებას და სამწუხაროდ, ჩვენი მტერი ახლოს არის, რომელიც სარგებლობს ამ დაპირისპირებით. სარგებლობს ამ პრობლემებით, სარგებლობს იმით, რომ ჩვენ არ ვართ ერთიანები. მთავარი საკითხი არის ის, რომ ნაცვლად ერთობისა ჩვენ დაპირისპირებას ვანდომებთ მთელ დროს. ჩვენ მზად ვართ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. მზად ვართ ერთმანეთს ლუკმა პური წავართვათ. დაფიქრდით ამ დაპირისპირებამ როგორ გამოგვფიტა, როგორი რთულია დღეს ცხოვრება, რამდენად დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.