სამეფო კარის თამაშები რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა ამაზე ორი აზრი არ არსებობს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერიალმა მოახერხა და HBO-ს ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი შოუს სტატუსი მოიპოვა, რომლის მაყურებელთა რიცხვიც სეზონიდან სეზონამდე რამდენიმე მილიონით იზრდება.

როგორც აღმოჩნდა, ხმა შოუს წარმატების შესახებ მექსიკის უმსხვილეს ტელეკომპანია, ტელევისამდეც მივიდა, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარ მაყურებელსა და ტელენოველების მოყვარულებს ამერიკული ტელესერიალის საკუთარი ვერსია შესთავაზოს, ჯერ-ჯერობით პროექტი დამტკიცებული არ არის, თუმცა როგორც ამბობენ, მონაწილე მსახიობების ნაწილი უკვე შერჩეულია.

კომპანიაში ვერ თანხმდებიან შოუს სახელზეც, ერთი ვერსიით მას ორიგინალ სათაურს დაუტოვებენ, მეორე ვერსიით კი ვნებების თამაშს დაარქმევენ.

უცნობია მისი გადაღებების დაწყების დროც და მით უმეტეს პრემიერის თარიღიც.

სამეფო კარის თამაშების მექსიკურ ვერსიის პროდიუსერი ტელევისაზე როსი ოკამპო იქნება, რაც შეეხება რეჟისორს, როგორც ცნობილია მექსიკურ GOT-ს ენრიკე სიჯოვიანო გადაიღებს.

ახლა კი ყველაზე მთავარი, წარმოგიდგენთ მექსიკური სამეფო კარის თამაშების მსახიობების ნაწილს:

ჯონ სნოუ/ხუანი - კუნო ბეკერი

დაენერის ტარგარიენი/დამარის ტავარესი - ანჟელიკა ბოიერი

ნედ სტარკი/ედუარდო ესტრადა - სეზარ ევორა

კეტლინ სტარკი/კატალინა ესტრადა - ლუსერო

რობ სტარკი/რობერტო ესტრადა - ვალენტინო ლანუსი

სანსა სტარკი/სანდრა ესტრადა - ბელინდა

თეონ გრეიჯოი/ტენოჩ გრეკო - დიეგო ლუნა

სერსეი ლანისტერი/კეისი ლანდეტა - კრისტინა ბახი

ჯეიმი ლანისტერი/ხაიმე ლანდეტა - სებასტიან რული

ბეილიში - დამიენ ალკანზარი

მელისანდრა/მელისა - სუსანა საბატელა

ტაივინ ლანისტერი/ტულიო ლანდეტა - ხულიო ალემანი

ტირიონ ლანისტერი/ტრინო ლანდეტა - ხოსე მარტინესი

ხალ დროგო/კევინ ელ დროგო - ედუარდო იანიეზი

ვარისი/ვალერიო - მანუელ ლანდეტა

თორმუდი/ტომასი - ბრუნო ბიჩირი

ობერინ მარტელი/ოსვალდო მარტინესი - ეუჯენიო დერბეზ