რუსეთი: ვაშინგტონმა ჩვენი კუთვნილი შენობები მიიტაცა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თქმით, აშშ-მა სან-ფრანცისკოში საკონსულოსა და ვაშინგტონში სავაჭრო წარმომადგენლობის რუსეთის კუთვნილი შენობები "მიიტაცა".
საგარეო უწყების განცხადებით, ეს ჰგავს წინა წლის დეკემბერში ნიუ-იორკსა და ვაშინგტონთან ახლოს რუსეთის კუთვნილი დიპლომატიური საცხოვრებლების მითვისებას, სადაც ახლა აშშ-ის სპეცსამსახურები შეიარაღებული პოლიციის მხარდაჭერით იმყოფებიან:
"მომხდარს ვაფასებთ, როგორც ღია მტრულ აქტს, ვაშინგტონის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად, მათ შორისაა, ვენის კონვენცია დიპლომატიურ და საკონსულო ურთიერთობების შესახებ და ორმხრივი საკონსულო კონვენცია".
რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს, აშშ-ის მთავრობას "დაუყოვნებლივ დააბრუნოს რუსული ობიექტები":
"წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნებს შორის ურთიერთობების დეგრადაციის გაგრძელება შეერთებულ შტატებს დაედება ბრალად, მაშინ როდესაც ჩვენზე დიდადაა დამოკიდებული გლობალური სტაბილურობა და საერთაშორისო უსაფრთხოება".
აშშ-მა რუსეთს სან-ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვა. ამასთანავე, ამერიკის მხარის მოთხოვნით ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 2 სექტემბრამდე უნდა დახურულში რუსეთის ორი სავაჭრო წარმომადგენლობა. მათი ინფორმაციით, აშშ რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას არ აპირებს. რუსეთს შეუძლია არსებული შენობები საკუთრებაში დაიტოვოს, მაგრამ მათ დიპლომატიური მისიებისთვის ვერ გამოიყენებს.
28 ივლისს რუსეთმა აშშ-ში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობის შემცირება მოსთხოვა. საუბარია 755 დიპლომატზე, რომელთა რაოდენობაც 455-მდე უნდა შეიკვეცოს. როგორც მოსკოვმა განაცხადა, აშშ-ში სწორედ ამდენი რუსი დიპლომატი მუშაობს.
მოსკოვის მოთხოვნა იყო საპასუხო დარტყმა აშშ-ს ახალ სანქციებზე, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საბოლოოდ ორ აგვისტოს მოაწერა ხელი.
23 აგვისტოს აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ რუსეთში განაცხადა, რომ რუსეთის მასშტაბით არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას განუსაზღვრელი დროით წყვეტდა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ აშშ-ის დიპლომატების რიცხვის შემცირების გამოა მიღებული.
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
კომენტარები