დღეს, 3 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან 81:88 დამარცხდა. ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოსთვის ეს უკვე მესამე თამაში იყო.

თამაშის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი 17 ქულა ზაზა ფაჩულიამ და გიორგი შერმადინმა დააგროვეს, ხოლო მატჩის საუკეთესო კალათბურთელი არტიომ პუსტოვი გახდა, რომელმაც 19 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.

ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პირველი თამაში ლიტვასთან 31 აგვისტოს ჩაატარა და 79:77 გაიმარჯვა. მეორე თამაშში, 2 სექტემბერს, ეროვნული ნაკრები გერმანიასთან ანგარიშით 67:57 დამარცხდა.