ჩოგბურთელი სერენა ულიამსი და მისი ქმარი, Reddit-ის დამფუძნებელი, ალექსის კერი ოანიანი მშობლები გახდნენ.

როგორც წყვილთან დაახლოებული პირი ამბობს, სერენამ ფლორიდაში, უესთ პალმ ბიჩის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში იმშობიარა.

როგორც ოანიანმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა, მან და სერენამ იცოდნენ ბავშვის სქესი, თუმცა მისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, განსხვავებით სერენასაგან, რომელიც ამბობდა, რომ გოგო სურდა.

"მხოლოდ ქალს შეუძლია იყოს საკმარისად ძლიერი ყველაფრისთვის", ამბობდა ჩოგბურთელი.

შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსი ორი თვის წინ ჟურნალ Vanity Fair-ის აგვისტოს ნომრის მთავარი გმირი გახდა და მის გარეკანზე მოხვდა.