ხეები, მზის შუქის ენერგიის წყალობით, ჟანგბადს გამოყოფენ, როდესაც ისინი გლუკოზას წარმოქმნიან ნახშირორჟანგისა და წყლისგან. ყველა მცენარის მსგავსად, ხეებიც ასევე იყენებენ ჟანგბადს გლუკოზის გასახლეჩად, რათა გამოათავისუფლონ ენერგია თავიანთი მეტაბოლიზმის "გამოსაკვებად". საშუალოდ, 24 საათის განმავლობაში, ისინი იმაზე მეტ ჟანგბადს წარმოქმნიან, ვიდრე შთანთქავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გვექნებოდა ჟანგბადის "მოგება".

ნახშირორჟანგის ექვსი მოლეკულაა საჭირო, რომ გლუკოზის ერთი მოლეკულა წარმოიქმნას ფოტოსინთეზით, ამის შედეგად კი ჟანგბადის ექვსი მოლეკულა გამოთავისუფლდება. გლუკოზის მოლეკულა ნახშირბადის ექვს მოლეკულას შეიცავს, ასე რომ, ნახშირბადის ყოველ ატომზე წამოსული ჟანგბადის ერთი მოლეკულის მოგება ხეს ემატება.

ზრდასრული სიკამორის ხის სიმაღლე 12 მეტრია და ორ ტონას იწონის ფოთლებიან-ფესვებიანად. თუ ის ყოველ წელს 5%-ით გაიზრდება, 100 კილოგრამ ხეს წარმოქმნის, რომლიდანაც 38 კილოგრამი ნახშირბადი იქნება. თუ გავითვალისწინებთ ჟანგბადისა და ნახშირბადის მოლეკულურ წონებს, ეს უტოლდება 100 კილოგრამ ჟანგბადს ერთი ხისთვის ერთი წლის განმავლობაში.

ადამიანი 9,5 ტონა ჰაერს სუნთქავს წელიწადში, მაგრამ აქედან ჟანგბადის წილი 23%-ია. ჩვენ კი ამოსუნთქვისას მესამედზე ოდნავ მეტ ჩასუნთქულ ჟანგბადს ვათავისუფლებთ. აქედან გამომდინარე, წელიწადში 740 კილოგრამი ჟანგბადი გვჭირდება, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, შვიდი ან რვა ხის ტოლფასია.