დღეიდან უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ძალაში სრულად შევიდა
დღეს, პირველ სექტემბერს, უკრაინასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ძალაში სრულად შევიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ პრესრელიზში, ევროკომისია აღნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულება უკრაინისა და ევროკავშირის დაახლოებისთვის მთავარი ინსტრუმენტია.
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლით ევროკავშირი თავის დაპირებებს ასრულებს:
"ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ ეს შევძელით... მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა: მათ, ვინც მაიდანზე იდგა და მათ, ვინც დაუღალავად შრომობს, რათა ქვეყანაში რეფორმები გაატაროს. ევროპისთვის ეს ზეიმია".
საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი ამბობს, რომ მათ ევროკავშირისა და უკრაინის მოქალაქეებს შორის უფრო მჭირდო ურთიერთობას მიაღწიეს:
"ეს ნიშნავს უფრო მჭიდრო ურთიერთობას ჩვენს მოქალაქეებს შორის, დიდ სავაჭრო ბაზრებსა და ბიზნესისთვის მეტ შესაძლებლობებს, ინფორმაციის, ექსპერტიზისა და გამოცდილების მეტ გაზიარებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთ მიზნებს ვიზიარებთ და უკრაინელ ხალხს შეუძლია ევროკავშირთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს".
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან დაახლოების შედეგებს უკრაინის მომავალი თაობა იგრძნობს:
"უკვე ჩანს ხელშეკრულების რეალიზაციის პირველი კონკრეტული შედეგები: ევროკავშირში უკრაინის ექსპორტმა იმატა, ხოლო ევროკავშირმა თავის მხრივ დააფიქსირა თავისი პოზიცია, როგორ უკრაინის პირველმა სავაჭრო პარტნიორმა. ბოლო პერიოდში უპრეცედენტო იყო უკრაინის ძალისხმევა რეფორმების კუთხით, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა, კერძოდ, კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს".
პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროპის კავშირი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2007-დან 2011 წლამდე მიმდინარეობდა, დოკუმენტს კი ხელი 2014 წლის 21 მარტსა და 27 ივნისს მოეწერა ხელი. ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალაში 2014 წლის პირველ ნოემბერს შევიდა.
11 ივნისიდან უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. ევროკავშირმა და კიევმა სავიზო ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2008 წელს დაიწყეს. 2015 წლის ბოლოს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ უკრაინამ პროგრესი განიცადა და ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ვიზალიბერალიზაციისთვის.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები