რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა როკ ჯგუფმა Kasabian, ახალ სიმღერაზე - Ill Ray (The King), გადაღებული კლიპი გაავრცელა, რომელშიც მთავარ როლს GOT-ის ვარსკვლავი, სერსეი ლანისტერის როლის შემსრულებელი ლინა ჰიდი ასრულებს.

კლიპში ლინას პირსონაჟი მაგიურ რიტუალს ატარებს, მისი მთავარი მიზანი მეფე რიჩარდ მესამეს მკვდრეთით აღდგენაა. მიზნის მიღწევის შემდეგ კი მასთან ერთად ქალაქს ათვალიერებს, მიდის სავაჭრო ცენტრსა და ლუდის ბარშიც კი.

როკ ჯგუფის ახალი სიმღერა მათ რიგით მეექვსე ალბომში შევა.