პირველი სექტემბრიდან საქართველოში სტამბოლის კონვენცია ამოქმედდება
2017 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოში ამოქმედდება "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენცია, რომელიც სტამბოლის კონვენციის სახელწოდებითაა ცნობილი.
კონვენცია ძალაშია ევროპის საბჭოს წევრი 24 ქვეყნისთვის და ის მიზნად ისახავს მსოფლიოში ქალების დაცვას ძალადობისა და დისრკიმინაციის სხვადასხვა ფორმებისგან.
სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. კონვენციის საფუძველზე, შეიქმნება ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის დებულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
რა შეიცვლება ქართულ კანონმდებლობაში
- შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის ყველა შემთხვევაში;
- ძალადობისგან დაცვის ქმედითი მექანიზმების უზრუნველსაყოფად შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის გაუქმდება მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება;
- შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში;
- ოჯახური ძალადობის მსხვერპლისათვის გათვალისწინებული უფლება, - ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, ასევე თავშესაფარში ყოფნის უფლება, გავრცელდება ოჯახის მიღმა ძალადობის მსხვერპლ ქალებზეც;
- საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან სხვა ქვეყნის მოქალაქე ძალადობის მსხვერპლი ქალი შეძლებს მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. შეუძლებელი იქნება სამართალწარმოების დასრულებამდე უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია;
- მოძალადის გათავისუფლებიდან 3 თვით ადრე, სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იქნება შეატყობინოს საუბნო პოლიციას. პოლიცია კი ვალდებული იქნება ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე;
- ქალთა მიმართ ძალადობა იქნება ის გამონაკლისი, როდესაც ექიმები, ადვოკატები და მასწავლებლები ვალდებულნი იქნებიან სამართალდამცავებს მიაწოდონ ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ;
- ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება. შეეზღუდებათ, ან აეკრძალებათ სამსახურეობრივი იარაღის ტარებაც. ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში მას იარაღი ჩამოერთმევა.
სისხლის სამართლის კოდექსი:
- მოხდება ახალი დანაშაულის, ადევნების დეფინიცია, რომელიც ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას;
- მოხდება იძულებითი სტერილიზაციის კრიმინალიზაცია;
- მოხდება ქალის გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია;
იცვლება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალიც. კერძოდ, ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება, თუ ის ჩადენილია მეუღლის, ან ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან მის მიმართ - განმეორებით, ჯგუფურად, იარაღის მუქარით/გამოყენებით, ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით მსგავსი დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
-
კომენტარები