გასულ კვირას, ტეხასის შტატს დამანგრეველი ქარიშხალი, ჰარვი დაატყდა თავს, იყო მსხვერპლიც.

აშშ-ის მთავრობამ სტიქიის ზონაში ევაკუაცია გამოაცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.

მთელი ამ უბედურების მიუხედავად კი გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს და კატების გადარჩენაზე იზრუნეს.

სრულიად მარტოდ დარჩენილი ცხოველები ადამიანებმა გმირულად გადაარჩინეს და მოგვიანებით ყველა საჭირო სამედიცინო დამხმარებაც აღმოუჩინეს.

ფოტო: boredpanda

"ჩვენ უკვე უამრავი ცხოველი გადავარჩინეთ და განვაგრძობთ მუშაობას, რათა კიდევ უფრო მეტს დავეხმაროთ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს", ამბობს ცხოველთა დამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი.